მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“შეწყდეს სტატისტიკის გაყალბება”

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა გამოვლენას ეხმაურება და მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება” კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას მალავს.

„მარინა ეზუგბაიას წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ „ქართული ოცნება“ მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას.

„არ იქნება ტესტირება, არ გვეყოლება ინფიცირებული“, – უფრო სწორად, არ გვექნება ინფორმაცია მათ შესახებ – ეს არის „ოცნების“ მთავრობის სტრატეგია.

წლების მანძილზე, ანალოგიურად აყალბებდა „ოცნება“ დანაშაულის რეალურ სტატისტიკას, ინფლაციის მაჩვენებლებს, უმუშევართა რაოდენობას და ა.შ.

მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც.

მაშინ, როცა ეკონომიკა გაჩერებულია და ხელისუფლება დაბალი რიცხვებით იწონებს თავს, აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემები ივანიშვილის მთავრობის მორიგ აფიორას ეფუძნება.

კატეგორიულად მოვითხოვთ მთავრობისგან, შეწყდეს სტატისტიკის გაყალბება, ჩატარდეს ფართომასშტაბიანი ტესტირება და მოსახლეობამ მიიღოს რეალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ”, – წერს ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსნეებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღეს ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რას უკავშირდება ის ფაქტი, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

„გუშინდელი დღე იყო, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობის კვლევა ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად ჩატარდა მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა, წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია.

ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება, ალბათ, უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button