მნიშვნელოვანისიახლეები

,,შეუძლებელია, რომ ყველას ერთნაირი აზრი გააჩნდეს თუ დოიაშვილს პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია მოვიდეს,,-კალაძე

“შეიძლება ადამიანს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს, ეს ჩემთვის იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტრები ვართ”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, სადაც ის გამოეხმაურა “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების საკითხს.

კახა კალაძის თქმით, პოლიტიკურად განსხვავებული პოზიცია და პროტესტიც მისთვის მისაღებია, თუმცა, სადაც ხარ, იქ უნდა იმუშაო და კონკრეტულ მიმართულებას მიხედო.

“განსხვავებული აზრი შეიხლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს. უამრავი ადამიანია, მაგალითად, ჩემთანაც მერიაში, ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრებები პოლიტიკურ საკითხებზე. შეუძლებელია ყველას ერთნაირი მოსაზრება და დამოკიდებულება ჰქონდეს.

რაც შეეხება მის მოხსნას, ამის საფუძველი არ ვიცი რა იყო, მაგრამ რასაც ვუყურებ ბოლო თვეების განმავლობაში, თუ დოიაშვილს პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას, გააკეთოს და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედო კონკრეტულ მიმართულებას, ძალიან მარტივია.

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს პროტესტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ, პირობითად, არ იმუშაო, არ გააკეთო შენი გასაკეთებელი. ძალიან მარტივია, ამიტომ ვთქვი, თუ ვინმეს აქვს სურვილი შეუძლია შემოვიდეს პოლიტიკაში. წლების განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ედგა სათავეში.

შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება, დამოკიდებულება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ მტრები. თქვენ ნუ უყურებთ იმ რადიკალურ დაჯგუფებებს, ვინც დღეს ქუჩაშია წარმოდგენილი აგენტურის სახით. არსებობენ ადამიანები, ვისაც შეიხლება სხვადასხვა შეხედულება ჰქონდეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მტრები ვიყოთ”,წლების განმავლობაში დავით დოიაშვილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს სათავეში ედგა. შეიძლება ადამიანს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს, ეს ჩემთვის იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტრები ვართ, თქვენ ნუ უყურებთ იმ რადიკალურ დაჯგუფებებს, დღეს ქუჩაში რომ არიან წარმოდგენილნი აგენტურის სახით — თქვა კალაძემ.

16 აპრილს, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button