მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

შეურაცხყოფა და ბრალდებები აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან

ბათუმელების ნაწილმა შესაძლოა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვოს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. მიზეზი მისი ბოლოდროინდელი განცხადებებია. გუშინ თორნიკე რიჟვაძემ იმ მოქალაქეთა ნაწილს, რომლებმაც ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნების მიზნით, საპროტესტო აქცია გამართეს, კორუფციაში, ნეპოტიზმსა და ნარკობიზნესთან კავშირში დასდო ბრალი.

მოისმინეთ თორნიკე რიჟვაძის ხმა.

ერთი დღით ადრე, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნული აქციის შესაფასებლად, ძველი ანდაზა გაიხსენა და შესაბამისად, აქციაზე შეკრებილი ბათუმელები არაეთიკურად მოიხსენია.

მოისმინეთ თორნიკე რიჟვაძის წინა განცხადება.


აჭარაში მოქმედი არასამთავრობო სექტორი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს და მოითხოვს, დასახელდეს ბრალდებათა კონკრეტული ადრესატები.

მოისმინეთ დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის, თაკო მამეიშვილის და საზოგადოება “ბათომის” წევრის, შოთა გუჯაბიძის ხმები.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ითხოვს, რომ ძალოვანმა უწყებებმა დაკითხვაზე დაიბარონ აჭარის პირველი პირი და ცნობილი გახდეს, თუ ვისი მისამართით გაახმოვანა თორნიკე რიჟვაძემ ნარკობიზნესთან დაკავშირებული ბრალდება. მთავრობის თავმჯდომარისგან, მის განცხადებებთან დაკავშირებით განმარტებებს ქართული ოცნების დეპუტატებიც ელოდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button