მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შეუწყდება თუ არა 52 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე

დღეს პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 52 ოპოზიციონერი დეპუტატის, ბოიკოტის რეჟიმის დროს მათი სესიებზე არ ყოფნის გამო, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ “გაცდენები არასაპატიოა”.

ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, “მმართველ პარტიას სურს, რომ ოპოზიცია წარმოაჩინოს ისე, თითქოს ისინი შატალოზე იყვნენ, ამ მეთოდით კი „ქართული ოცნება“ცდილობს მათ წინასაარჩევნოდ ჩამოშორებას.”

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, იმ შემთხვევაში თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს.

შეგახსენებთ, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში 6 თვის განმავლობაში იყო. 52 დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი საბოლოოდ პლენარულ სესიაზე უნდა გადაწყდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button