მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

შეზლონგების მეიჯარეთა პროტესტი ბათუმში

აქცია გაიმართა აჭარის მთავრობის რეზიდენციასთან. აქციაზე ის მოიჯარეები შეიკრიბნენ, რომლებიც სანაპირო ზოლზე შეზლონგებს აქირავებენ. ისინი ხელისუფლებისგან საქმიანობის ნებართვის გაცემას და შეღავათებს ითხოვენ. აქციის მონაწილეები მთავრობას მოუწოდებენ, სანაპიროზე საქმიანობისთვის სექტორები იჯარით არა აუქციონის, არამედ პირდაპირი გადაცემის წესით გაიცეს.

მოქალაქეები, რომლებიც ბათუმის ბულვართან საიჯარო ხელშეკრულებას აფორმებენ, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. ბულვარის ადმინისტრაციაში კომენტარი არ გაუკეთებიათ. უწყებაში განმარტეს, რომ ელექტრონულ აუქციონებს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button