მნიშვნელოვანირეგიონი

შიდა ქართლიდან გატაცებული მამაკაცი პატიმრობაში რჩება

შიდა ქართლიდან ორი დღის წინ გატაცებული აკაკი მისირელი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

ის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე განმარტავს, რომ ქართული მხარე ყველა ბერკეტს იყენებს რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე სათანადო რეაგირება მოხდეს.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, საკითხზე საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას და ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მოხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button