რეგიონისაქართველოსიახლეები

ოკუპირებულ ცხინვალში 22 კოვიდინფიცირებულია

ბოლო ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 5 ადგილობრივს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ, დე ფაქტო რეჟიმის სანიტარულ სამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს.

დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ყველა დაავადებული ინფექციურ განყოფილებაში, იზოლაციაში იმყოფება და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დაავადებულთაგან, 14 რუსეთის უნივერსიტეტების სტუდენტია, ერთი სამხედრო მოსამსახურეა, დანარჩენი 7 კი, – სამოქალაქო პირი. ამჟამად, კარანტინშია გადაყვანილი 500-მდე ადამიანი.

მანამდე, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ოკუპირებულ რეგიონში 12-დან 28 მაისამდე პერიოდი არასამუშაოდ გამოცხადდა. დე ფაქტო რეჟიმმა შეზღუდვებიც 31 მაისამდე გაახანგრძლივა.

დახურული რჩება ბავშვთა გასართობი ცენტრები, ატრაქციონები, კაფეები, რესტორნები, აუზები, სპორტდარბაზები და კომპიუტერული კლუბები. 31 მაისამდე სკოლებში სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, 10 მაისიდან 31 მაისამდე, ე.წ. საზღვარი რუსეთთან სრულად ჩაკეტა.

მსგავსი პოსტები

Back to top button