შილდის მთებში თხევადი აირის ბალონის აფთებას მესაზღვრე ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მთებში, საქართველო-დაღესტნის საზღვართან, ქართულ საგუშაგოზე თხევადი აირის ბალონი აფთქდა.

გარდაცვლილია ერთი ქართველი მესაზღვრე და დაშავებულია 2. ისინი თბილისში, დამწვრობის ცენტრში არიან გადმოყვანილი.

მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საგუშაგო, რომელიც ტერიტორიულად ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ლაგოდეხის მე-5 სამმართველოს შემადგენლობაში შედის.

მსგავსი პოსტები

Back to top button