
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, სოფელ შილდაში მცხოვრებ 12 წლის მალხაზ თეთრაშვილსა და 13 წლის თემურ ნიკოლოზიშვილს, სიმბოლური საჩუქრები გადასცა. გუბერნატორის განმარტებით, მოზარდები მაღალი სამოქალაქო შეგნებისათვის დაჯილდოვდნენ. ️
2 სექტემბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის დროს, შილდის პირველი საჯარო სკოლის ორი მოსწავლე, ყოველდღიურად, სოფლიდან რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიოდა და ჯარისკაცებისა და მეხანძრე- მაშველებისათვის, ზურგჩანთებით ცივი წყლი მიჰქონდა. ხანძრის ქრობის სამუშაოები რამდენიმე დღეს გაგრძელდა და მოზარდები, პროცესში ბოლო დღემდე იყვნენ ჩართულები.