რეგიონისიახლეები

შილდის ტყეში გაჩენილი ხანძრის დროს გამოჩენილი აქტიურობისათვის, კახეთის გუბერნატორმა, 12 და 13 წლის მოზარდები დააჯილდოვა

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, სოფელ შილდაში მცხოვრებ 12 წლის მალხაზ თეთრაშვილსა და 13 წლის თემურ ნიკოლოზიშვილს, სიმბოლური საჩუქრები გადასცა. გუბერნატორის განმარტებით, მოზარდები მაღალი სამოქალაქო შეგნებისათვის დაჯილდოვდნენ. ️

2 სექტემბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის დროს, შილდის პირველი საჯარო სკოლის ორი მოსწავლე, ყოველდღიურად, სოფლიდან რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიოდა და ჯარისკაცებისა და მეხანძრე- მაშველებისათვის, ზურგჩანთებით ცივი წყლი მიჰქონდა. ხანძრის ქრობის სამუშაოები რამდენიმე დღეს გაგრძელდა და მოზარდები, პროცესში ბოლო დღემდე იყვნენ ჩართულები.

მსგავსი პოსტები

Back to top button