მნიშვნელოვანისიახლეები

შიმშილის გლობალური ინდექსით საქართველო 26-ე ადგილზეა

2020 წლის შიმშილის გლობალური ინდექსის თანახმად, საქართველო 107 ქვეყანას შორის 26-ე ადგილზეა. ამის შესახებ ნათქვამია GHI-ს ახალ კვლევაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2000 წლის შემდეგ მსოფლიოში მოშიმშილეთა რაოდენობა თანდათანობით კლებულობს.

„მიუხედავად ამ პროგრესისა, ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება შიმშილისა და კვების ნაკლებობისგან. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პროგრესი საკმაოდ ნელია, შიმშილი კი ისევ მკაცრია. ასეთი რაიონები უკიდურესად დაუცველი არიან სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის ნაკლებობის თვალსაზრისით, რასაც 2020 წელს ემატებოდა ჯანდაცვის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ღრმა კრიზისიც“, – ნათქვამია კვლევაში.

2020 წლის შიმშილის გლობალური ინდექსის თანახმად, საქართველო 6,1 ქულით შიმშილის დაბალი დონის ქვეყნებს შორისაა, მაგრამ ჩამორჩება რუსეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და ბულგარეთს. საქართველოზე უფრო მეტი ადამიანი შიმშილობს სერბეთში, სომხეთში, ირანსა და ყირგიზეთში. ვითარება განსაკუთრებით საგანგაშოა მადაგასკარში, აღმოსავლეთ ტიმორსა და ჩადიში.

მსგავსი პოსტები

Back to top button