მსოფლიოსიახლეები

შიმშილობა დაკავებული ბლოგერის მხარდასაჭერად

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხაჯიდა ისმაილოვა დაკავებული ბლოგერის, მეჰმან ჰუსეინოვის მხარდასაჭერად გამართულ შიმშილობას შეუერთდა. საკუთარ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ მოთხოვნებში მან დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლება და პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვა მოითხოვა.

ადგილობრივი უფლებადამცველების ინფორმაციით, პროტესტის უკიდურეს ფორმას აზერბაიჯანის ციხეებში უკვე 10-მა პოლიტპატიმარმა მიმართა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მიზეზი, ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვის მიმართ ახალი ბრალდების წაყენება გახდა, რაც მისი პატიმრობის ვადას რამდენიმე წლით გაახანგრძლივებს.

ჰუსეინოვი, რომელიც ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა, სასჯელს პოლიციელის მიმართ ცილისწამების ბრალდებით იხდის. მას პატიმრობის ვადა გაზაფხულზე ეწურებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button