მნიშვნელოვანისიახლეები

შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, უკვე ერთ კვირაზე მეტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან შიმშილობა გრძელდება.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა 20-ზე მეტმა ადამიანმა შეწყვიტა, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 7 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბოტკოველი განმარტავს, რომ რეკომენდაციის მიხედვით 20-ზე მეტ ადამიანს მოუწია შიმშილობის შეწყვეტა, ხოლო 7 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები უკვე მე-9 დღეა შიმშილობენ. ადგილზე მოშიმშლეებისთვის სპეციალური კარვებია გაშლილი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაა.

აქვე შეგახსენებთ რომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მნახველები დღეიდან შეზღუდული დროით მოინახულებენ.

ჰოსპიტალთან დილიდან არავინ მისულა, რადგან ექსპრეზიდენტთან მნახველები მხოლოდ 16:00 საათიდან 18:00 საათამდე დაიშვებიან.

გორის ჰოსპიტლის დირექტორმა განცხადება ამის შესახებ გუშინ გააკეთა. მალხაზ ურთქმელიძის თქმით, შეზღუდვა შეეხება შაბათ-კვირის დღეებსაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button