შინაგან საქმეთა მინისტრი: სამწუხაროდ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
“თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება” – განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის პირდაპირ ეთერში შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, გააკეთა.
ადგილზე მომუშავე მაშველებმა კი ტელეკომპანიასთან თქვეს, რომ გარდაცვლილი ქალბატონია.
მეწყერის ქვეშ მოყოლილია რამდენიმე მანქანა. მაშველები ამბობენ, რომ ამ დროისთვის მათთვის უცნობია, მეწყერში რამდენი მანქანა და რამდენი ადამიანია მოყოლილი.ამ ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ ევაკუაცია გამოცხადა, რადგან კიდევ არსებობს ზვავის ჩამოწოლის საშიშროება.
შს მინისტრი აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას გარდაცვლილი მაშველების შესახებ.ვახტანგ გომელაურის თქმით დაკარგულთა შორის სამი ქალბატონია, ხოლო გვირაბებში ჩარჩენილია რამდენიმე მანქანა და ვერ ხერხდება სამაშველო ოპერაციის დაწყება. – იუწყება “რუსთავი2”