მნიშვნელოვანისაქართველო

გახარიამ კონომიკის მინისტრს დაავალა ტიბულში შექმნილი პრობლემა ადგილზე შეისწავლოს და მკაცრი იყოს

“ის, რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში, არის აბსოლუტურად მიუღებელი”,- ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ამ სიტყვებით გამოეხმაურა ის ტყიბულში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც 40-მდე მუშა შახტაში ჩავიდა, გამოაცხადა შიმშილობა და “საქნახშირისგან” ხელფასების გაცემას ითხოვს, რაზეც დამსაქმებელი “ფინანსური კრიზისის” გამო უარს აცხადებს.

“ეს ის პრობლემებია, რომლებიც დაგროვილია წლების განმავლობაში. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია, სრულფასოვნად შეასრულოს როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თთოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს შრომითი უსაფრთხოებისა და ტექნიკური უსაფრთხოების სრულ დაცვას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიუღებელია, ის, რაც ტყიბულში ხდება”,- განაცხადა პრემიერმა.

მანვე ეკონომიკის მინისტრს დაავალა დღესვე ჩავიდეს ადგილზე და იყოს მაქსიმალურად მკაცრი.

გიორგი გახარიას ხმა ►

25 სექტემბერს მეშახტეები აქციაზე ოჯახებთან ერთად მივიდნენ, შვილები არ წაიყვანეს ბაგა-ბაღსა და სკოლაში. როგორც მეშახტეები ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის სხდომაზე მათი მოთხოვნის შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასთან კარვებს გაშლიან და შიმშილობას დაიწყებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button