კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სხვის Facebook-ში შეღწევისა და თაღლითობისთვის 5 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 პირი სხვის Facebook-ში შეღწევასა და მათი მეგობრებისთვის თაღლითურად ფულის გამორთმევის ბრალდებით დააკავა.

თბილისში, გორსა და წალენჯიხაში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე უცხოეთში მყოფი საქართველოს 7 მოქალაქის Facebook-ში შეღწევით,14 პირს ჯამში 10,5 ათასი ლარი ჩაარიცხინეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის ფეისბუქ-გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე 14 მეგობარს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხვინეს”, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილით “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button