მნიშვნელოვანისიახლეები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეები დაშლა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეები დაშლა დაიწყო. ისინი ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებენ.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელ რკინის ჭიშკარზე აძრომას ცდილობდნენ – პარლამენტის შიგნით მყოფმა მცირერიცხოვანმა სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ასევე, პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი აირის ყუმბარები.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.

მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

აქციაზე ისმის შეძახილები: “არა რუსეთს”; “რუსებო”; “მონებო”.

პროსტესტის მონაწილეებს გახსნილი აქვთ საქართველოს დროშა.

მიუხედავად წყლის ჭავლის გამოყენებისა, შეკრებილები დაშლას არ აპირებენ. პარალელურად, მათი ნაწილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობასთან განლაგებულ ხის ჯებირზე ხელებს აბრახუნებს.

ამასთან, მოქალაქეები პარლამენტის ეზოში ისვრიან ბოთლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button