“შირაქის მინდვრებში 25 ჰა-ზე ასაღები ხორბლის ყანა დაიწვა” [Audio]
“დედოფლისწყაროში, შირაქის ტერიტორიაზე 25 ჰექტარზე გაშენებული ხორბლის ყანა დაიწვა, ასევე ცეცხლი უკიდია კიდევ 6-7 ჰეტარს” – ინფორმაცია რადიო “ჰერეთს” შპს მექანიზატორის სერვისცენტრის უფროსმა დავით გონაშვილმა დაუდასტურა, რომელიც ამბობს რომ თავადაც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
25 ჰექტრიან ტერიტორიაზე ხორბალი აღებული ჯერ არ იყო. მკის პროცესი ახლი დაწყებული იყო.
დავით გონაშვილის თქმით: მას შემდეგ რაც 25 ჰექტარამდე ფართობში ხორბლის მკა დაიწყო, კომბაინის ძრავის ნაწილიდან, სავარაუდოდ მაყუჩიდან ყანას ცეცხლი მოედო.
შპს მექანიზატორის უფროსი გვეუბნება, რომ თავად კომბაინი არ დაზიანებულა.
“ჰერეთის” ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 5 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. იმისთვის, რომ ცეცხლი სხვა ტერიტორიებზეც არ გავრცელდეს, შემოგარენს ტრაქტორებით ხნავენ.