მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

33 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი უკვე უკრაინაშია გადასვენებული.

რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, 33 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი უკვე უკრაინაშია გადასვენებული.​

​ოპერაცია უგზოუკვლოდ დაკარგულთა კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით, ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად განხორციელდა.

საერთო ჯამში, 24 თებერვლიდან უკრაინის ხელისუფლებამ 696 დაღუპული ჯარისკაცის ცხედრის დაბრუნება მოახერხა.

გარდა ამისა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 22 ნოემბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

📍ჯარისკაცი – დაახლოებით 85 000
📍​ტანკი – 2 895
📍ჯავშანტექნიკა – ​5 827
📍საარტილერიო სისტემა – 1 882
📍სარაკეტო სისტემა – 395
📍საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209
📍თვითმფრინავები – 278
📍ვერტმფრენი – 261
📍ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 537
📍საკრუიზო რაკეტები – 480
📍საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 393
📍გემი/ნავი/კატარღა – 16
​📍სპეციალური აღჭურვილობა – 161

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button