მნიშვნელოვანირეგიონი
შირაქში 20 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა
შირაქში, დიდნაურის ტერიტორიაზე მოსავლის აღების დროს კომბაინის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ კი ხანძარი სახნავ-სათეს ფართობებზე გავრცელდა.
სულ დაიწვა 20 ჰექტრამდე ტერიტორია.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 1 ჰა ნკვეთი სადაც მოსავალი ასაღები იყო, ასევე დაიწვა მიწის ის ნაკვეთებიც, სადაც მარცვლეული უკვე აღებულია.
სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და შპს “მექანიზატორის” ჯგუფებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.
როგორც დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა გვითხრა, ზარალი მინიმალურია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მოუსმინეთ ნიკოლოზ ჯანიაშვილის ხმას ►