“შიშველი” აქცია ნიუ-იორკში [Video/Photo]

ნიუ-იორკში, 300 ადამიანმა „შიშველი“ აქცია მოაწყო. მოქალაქეებმა მერიის მიერ დაწესებული აკრძალვა გააპროტესტეს, რომლის თანახმად, თაიმ-სკვერზე, ნახევრად გაშიშვლებულ ქალებს ფოტოსესიის ჩატარება უნდა აეკრძალოთ.

როგორც ცნობილია, GoTopless-ის აქციები ყოველ წელიწადს ტარდება და სქესთა თანასწორობის თემას ეძღვნება და ვინაიდან, კაცებს ნუდისტური გამოსვლები არ ეკრძალებათ, ტორსის გაშიშვლების უფლებას ქალებიც ითხოვენ.

23 აგვისტოს, აქციის მსვლელობა კოლუმბუს-სერკლის მოედნიდან დაიწყო და ბრაინტ-პარკთან დასრულდა. როგორც Daily News გვაცნობებს, აქციამ ფოტოაპარატებით მომარჯვებული კაცების თანხლებით ჩაიარა. პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ბევრი მათგანი გამოტყდა, რომ სქესთა თანასწორობა სულაც არ ანაღვლებთ და აქციაზე მხოლოდ ლამაზი ქალების სანახავად მივიდნენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”16076″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button