შიშველმა აქტივისტებმა სისხლი გადაისხეს [Photo/video]

ესპანეთის ქალაქ პამპლონაში 75-ზე მეტმა აქტივისტმა სან-ფერმინის ფესტივალის ჩატარება, რომლის დროსაც ქუჩებში ხარების გარბენი ეწყობა, უჩვეულო პერფორმანსით გააპროტესტა, – ნათქვამია ზოოდამცელი ორგანიზაციის – PETA-ს ოფიციალურ განცხადებაში.
ნახევრად შიშველმა ადამიანებმა, რომლებსაც რქიანი ჩაფხუტები ეხურათ, თავზე ხელოვნური სისხლი გადაისხეს და ცხოველებთან სასტიკი მოპყრობა შესაბამისი ლოზუნგების სკანდირებით გააპროტესტეს.
“ცხოველების წამებისა და ხოცვის გამრთლება გართობის გულისთვის ყოვლად დაუშვებელია”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
როგორც ცნობილია, ენსიერო ტრადიციული ესპანური დღესასწაულია, რომელის დროსაც ქუჩებში ხარების გარბენი ეწყობა. მსგავსი სახის ყველაზე ცნობილი ღონისძიება, რომელიც პამპლონაში ჩატარდა, მწერალმა ერნესტ ჰემინგუეიმ თავის ცნობილ რომან “აღმოხდების მზე-ფიესტა”-ში აღწერა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”37897″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]