სპორტი
შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონია
72 კგ წონითი კატეგორიის ფინალში საქართველოს ნაკრების მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე სომეხ მალხას ამოიანს შეხვდა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
ბერძნულ_რომაული ჭიდაობის კონტონენტური ფინალი ბოლქვაძემ.საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო. ზედიზედ 4 ქულა დაიმსახურა და დამსახურებულად დაეუფლა ევროპის ჩემპიობის ტიტულს.
ბოლქვაძის კარიერაში ეს მესამე ევროპული ჯილდოა. ამ დრომდე მას 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს სინჯის მედლები ქონდა მოპოვებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბერძნულ_რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ამ დროისთვის ვარშავაში 3 მედალი აქვს მოპოვებული.
130კგ_იანებში მოასპარეზე იაკობ ქაჯაია მეორე ადგილის და ვერცხლის მფლობელი გახდა.ხოლო ბრინჯაოს 63 კგ წონაში,ლერი აბულაძე დაეუფლა.