მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით კომენდატის საათი ერთი დღით იხსნება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში დროებით შეწყდება კორონავირუსის ეპიდემიის გამო ნოემბრის ბოლოდან დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათი

დღეს 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე შეზღუდვა იხსნება. მოსახლეობას შეუძლია იმოძრაოს როგორც ქვეითად, ასევე ავტომობილით.

7 იანვრიდან საქართველოში ისევ აიკრძალება 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება. ე.წ. კომენდანტის საათი დროებით არ მოქმედებდა ახალი წლის ღამითაც.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო წრეში აღნიშვნას ურჩევენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button