მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ქართული ოცნება”მერობის კანდიდატების წარდგენას კახეთში დახურულ რეჟიმში აგრძელებს

პარტია ” ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” მერობის კანდიდატების წარდგენას დახურულ რეჟიმში აგრძელებს.

დღეს, პარტიულ აქტივს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, გურჯაანი- სიღნაღი- დედოფლისწყარო- საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი წარუდგენს.

გურჯაანში პარტიამ არჩევანი, პროფესიით ექიმზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორზე, მალხაზ უტიაშვილზე შეაჩერა.
მედიისთვის დღევანდელი წარდგენაც დახურულია.

” ქართულმა ოცნებამ” გუშინ,28 ივლისს, პარტიის წევრებს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, მოქმედი მერი, ჯონდო მდივნიშვილი წარუდგინა. მერობის კანდიდატი გააცნეს, ” ქართული ოცნების” წევრებს თელავშიც. პარტიის სახელით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად ლიეტუვაში საქართველოს ელჩის, თეა მაისურაძის მეუღლე, ირაკლი ანდრიაშვილი იყრის კენჭს.

ახმეტაში ” ქართული ოცნება” ბიზნესმენ ალექსანდრე ფიცხელაურის, ხოლო სიღნაღის მუნიციპალიტეტში სავარაუდოდ, მერის ამჟამინდელი მოადგილის, მალხაზ ბეგაშვილის წარდგენას გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button