შოთა არველაძე “ქაისერისფორში” მიიწვიეს
თურქული “ქაისერისფორი” პირველი ლიგის ჩემპიონი ტურნირის დასრულებამდე გახდა და სუპერლიგაში დაბრუნდა. ამასთან დაკავშირებით კლუბმა საზეიმო შეხვედრა მოაწყო, სადაც ყოფილი თავკაცი შოთა არველაძეც მიიწვიეს.
“აქ თავს უცხოდ არ ვგრძნობ, ყველაფერი შინაურია. ეს კლუბი ბოლო ათი წლის განმავლობაში პროგრესირებს და აი, შედეგიც – სუპერლიგაში დაბრუნება.
მსოფლიოში სწრაფი წარმატებების მაგალითები იშვიათია. შეგვიძლია გავიხსენოთ “იუვენტუსი“, რომელიც ელიტაში დაბრუნდა და შემდეგ ჩემპიონი გახდა,ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია“, – განაცხადა არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე 2010-12 წლებში “ქაისერის” წვრთნიდა. ქართველი რობერტ პროსინეჩკიმ შეცვალა. ახლა “ქაისერის” ერთუღრულ სეჩმეწვრთნის.
თურქული მედია ხშირად საუბრობს შოთა არველაძის შესაძლო დაბრუნებაზე “ქაისერიში“.