სპორტი

შოთა არველაძე შესაძლოა თურქეთში დაბრუნდეს

ტაშკენტის „ფახტაქორიდან“ წამოსვლის შემდეგ შოთა არველაძე ჯერ არსად დასაქმებულა.

48 წლის ქართველი სპეციალისტით ბოლო დროს თურქული ფეხბურთის სამყარო ინტერესდება.

კერძოდ: სტამბოლური კლუბის „ფათიჰ კარაგიუმრიუკი“-ს პრეზიდენტის სულეიმან ხურმას სურვილია, არველაძე, საკუთარი გუნდის მთავარ მწვრთნელად იხილოს.

კლუბმა სულ ახლახან, მთავარი მწვრთნელი შენოლ ჯანი თანამდებობოდან გაათავისუფლა. მის ადგილზე კი ქართველის მიწვევას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლურ კლუბში, შოთას ტყუპისცალი, არჩილ არველაძე ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს. ხოლო მისი შვილი ვატო არველაძე კარაგიუმრიუკის ღირსებას იცავს.

აღსანიშნავია, რომ ძმებ არველაძეებს სულეიმან ხურმა „კაისერისპოში“ და ‘ტრაპზონსპორში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ენდობა კიდეც მათ.

კლუბი, თურქეთის სუპერლიგაში, 41 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

უახლოეს შეხვედრას ის „კაისერისპორისთან“ 19 მარტს შინ ჩაატარებს.

მხოლოდ ამ მატჩის შემდეგ გახდება ცნობილი, დაიკავებს თუ არა შოთა არველაძე ამ დროისთვის ვაკანტურ, მთავარი მწვრთნელის პოსტს „ფათიჰ კარაგიუმრიუკში“.

მსგავსი პოსტები

Back to top button