სპორტი

შოთა არველაძე – წლის საუკეთესო მწვრთნელი უზბეკეთში

უზბეკეთში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი შეაჯამეს და საუკეთესოები გამოავლინეს.

მოულოდნელი არ ყოფილა არავისთვის, რომ საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში, ტაშკენტის“ფახთაქორის“ ექს-თავკაცი შოთა არველაძე გაიმარჯვებდა.

47 წლის ქართველმა სპეციალისტმა „ფახთაქორი“ 2017 წელს ჩაიბარა და ამ მცირე დროის განმავლობაში კლუბს 5 ტიტული მოაპოვებინა.

სუპერ-ლიგის საუკეთესო მწვრთნელები და ფეხბურთელები უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციამ და პროფესიონალური ფეხბურთის ლიგამ სპეციალურად გამართულ საზეიმო ცერემონიალზე დააჯილდოვა.

შოთა არველაძე ამ პრიზის მფლობელი უკვე მეორედ გახდა. უზბეკეთის საფეხბურთო სამყარომ ის 2019 წლის საფეხბურთო სეზონის ბოლოსაც წლის მწვრთნელად დაასახელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button