შოთა არველაძემ ჰალ სიტი ჩაიბარა
შოთა არველაძე ინგლისური ჰალ სიტის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
კლუბი ჩემპიონშიპში თამაშობს და გასავარდნ ზონას სულ რაღაც 9 ქულა აშორებს
ჰალ სიტის ახალი თურქი მფლობელები ინოვაციურ პროექტს იწყებენ და ნდობა არველაძეს გამოუცხადეს
საქმე იმაშია,რომ იანვარში სატრანსფერო ფანჯარა იხურება და ქართველ სპეციალისტს არსებულ შემადგენლობასთან ერთად მოუწევს მუშაობა.
გუნდი ტრადიციულ ბრიტანულ ფეხბურთს თამაშობს და გრძელი პასებით გამოირჩევა კლუბის ადმინისტრაცია შოთისგან მენეჯერულ მიდგომებს ელოდება,რაც სწორედ მისი მუშაობის დამახასიათებელი სტილია.
ჰალი სიტს 27 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი და 31 ბურთი,- საკუთარ კარში გაშვებული.
თურქული,ებრაული და უზბეკური სამწვრთნელო კარიერის შემდეგ შოთა არველაძე ინგლისური კარიერის წერას იწყებს,რომელიც სავსებით შესაძლებელია,ჩემპიონშიპიდან პრემიერ ლიგაში გაგრძელდეს