კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ლადო ბედუკაძე სცემეს

ციხის კადრების ავტორ ლადო ბედუკაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. ფაქტს წინ ორ მხარეს შორის კონფლიქტი უძღოდა. გამოძიება 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო.

დაზარალებული ბედუკაძე ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ყოფილი პატიმარი, რომელმაც ლადო ბედუკაძე სცემა, პოლიციამ გამოკითხა. თენგიზ ნაზღაიძე ამ წუთებში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაყვანილი.

ბედუკაძეს ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი რეჟიმის თანამშრომლად მუშაობდა.

ცნობილი ხდება, რომ ცემას წინ უძღოდა კონფლიქტი, რა დროსაც პირი, რომელიც ბედუკაძეს თავს დაესხა, საპატიმროში მას ყოფილ საქმიანობას ახსენებდა.

პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ ნაზღაიძემ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მედიას აინტერესებდა, თუ რა იყო მიზეზი, რის გამოც რუსთაველის გამზირზე მასსა და ციხის კადრების ავტორს შორის დაპირისპირება მოხდა.

ლადო ბედუკაძე ბრალდებებს უარყოფს და მასზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს „ნაციონალური მოძრაობას“ უკავშირებს. ციხის კადრების ავტორმა ცემის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს ჩვენება მისცა.

მოისმინეთ ლადო ბედუკაძის ხმა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლადო ბედუკაძეს, ინტერვიუს ჩაწერის დროს, ისევ რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს. მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სანთებელა ესროლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button