შოთა პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

შოთა პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ.

26 წლის შოთა პაკელიანი 23 მარტს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

მას ბრალი საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა.

შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების თანამშრომლებს ახალგაზრდის სასტიკად ცემასა და წამებაში ადანაშაულებენ.

შოთა პაკელიანი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს და 4-წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდეს. შოთა პაკელიანის შესაძლო ცემაზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამო, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ვიდეოში პოლიციელები შოთა პაკელიანს უცხო პირების თანდასწრებით ჩხრეკენ და აშიშვლებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button