შოტლანდიის უნივერსიტეტმა ტრამპს სამეცნიერო წოდება ჩამოართვა
შოტლანდიის რობერტ გორდონის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ამერიკელ მილიარდერს, დონალდ ტრამპს, რომელიც რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატია, საპატიო სამეცნიერო წოდება ჩამოართვა.
უნივერსიტეტის პრესსამსახურში განმარტეს, რომ რიგი განცხადებები, რომელიც ტრამპმა საკუთარი საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა, სასწავლებლის ეთიკასა და ფასეულობებს ეწინააღმდეგება.
მიზეზად ტრამპის განცხადება დასახელდა იმის თაობაზე, რომ სან-ბერნარდინოს ტრაგედიის შემდეგ, როცა 14 ადამიანი დაიღუპა, ყველა მუსულმანს აშშ-ში შესვლა უნდა აეკრძალოს.
ამის გარდა, პარიზის ტერაქტების შემდეგ, ტრამპი აშშ-ში ყველა მუსლიმისთვის აუცილებელ მონაცემთა ბაზის შემოღებასაც სთავაზობდა.
მილიარდერის განცხადებამ მსოფლიო პოლიტიკოსებში და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მწვავე კრიტიკის ქარ-ცეცხლი გამოიწვია. თეთრმა სახლმა რესპუბლიკელებს ტრამპის მხარდაჭერაზე უარისკენ და მისი არჩევნებიდან ჩამოშორებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა რობერტ გორდონის სახელობის უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრაციის დოქტორის წოდება 2010 წელს მიიღო.