შრი-ლანკაში მომხდარ ტერაქტს, დანიელი მილიარდერის 3 შვილი ემსხვერპლა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/04/12533600-anders-holch-povlsen-123.jpg)
შრი-ლანკაში მომხდარ ტერაქტს, დანიის უმდიდრესი ადამიანის, ანდერს ჰოლხ პოვლსენის სამი შვილი ემსხვერპლა. ინფორმაცია, ოჯახის წარმომადგენელმა დაადასტურა. BBC-ს ცნობით, 46 წლის ბიზნესმენი შრი-ლანკას მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად, კერძო თვითმფრინავით ეწვია სააღდგომოდ და სასტუმრო კოლომბოში დაბინავდა, რომელიც ტერორისტთა თავდასხმის ერთ-ერთი ლოკაცია გახდა.
ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, მილიარდერის ერთ-ერთმა შვილმა, სოციალურ ქსელში ოჯახური დასვენების ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/04/Screenshot_3.jpg)
ჰოლხ პოვსლენი ტანსაცმლის კომპანია „ასოსის“ უმსხვილესი აქციონერია. ის ასევე ფლობს საერთაშორისო ქსელ „ბესტსელერს“ და დიდ ბრიტანეთში მიწის უმსხვილესი მესაკუთრეა. The Mirror-ის ცნობით, მისი ქონება 4.5 მილიარდ ფუნტ-სტერლინგს შეადგენს.
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/04/2_b50c69b7.jpg)
შრი-ლანკაში 21 აპრილს განხორციელებულ კოორდინირებულ თავდასხმას 290 ადამიანი ემსხვერპლა.