მნიშვნელოვანიმსოფლიო

შრი-ლანკაში ტერაქტის დროს დაღუპულთა რაოდენობა 310-მდე გაიზარდა

შრი-ლანკაში  21 აპრილს, კათოლიკური აღდგომის აღნიშვნისას განხორციელებული ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა, ხოლო 480 ადამიანი დაშავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

სააგენტო „ფრანს პრესის” ცნობით, ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვი 40-მდეა გაზრდილი.

შრი-ლანკაში აფეთქებები სააღდგომო წირვის დროს, სამ ეკლესიაში და რამდენიმე ძვირადღირებულ სასტუმროში განხორციელდა. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმები საერთაშორისო ტერორისტული ქსელის მიერ იყო ორგანიზებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button