რეგიონი

ზუგდიდში საცხენოსნო შეჯიბრი „ზუგდიდის თასი-2023” იმართება

ზუგდიდში, სოფელ ოირემეში საცხენოსნო შეჯიბრი „ზუგდიდის თასი-2023” იმართება.

ცხენოსნობის ეროვნულ სახეობაში შეჯიბრში მონაწილეობას საცხენოსნო კლუბები მთელი საქართველოდან იღებენ. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.

დოღი სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ისახავს მიზნად.

ღონისძიების ორგანიზატორია საცხენოსნო კლუბი „ხარება”. შეჯიბრი საქართველოს ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებას ოირემეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება.

მან წუხელ ღამე ანაკლიაში ერთ-ერთ სასტუმროში გაათია.

ზუგდიდის მერის თქმით,მას პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ქონია.

ჯირითობას ვაპირებ ახლა ,-პრეზიდენტი კითხვაზე, აპირებს თუ არა საზღვარგარეთ წასვლას.

მან თქვა,რომ ამის შესახებ უახლოეს დღეებში გაიგებს ყველა.

მსგავსი პოსტები

Back to top button