შრომის ინსპექციამ კლუბი „ბასიანი“ დააჯარიმა

რეგულაციების დარღვევისთვის, შრომის ინსპექციამ კლუბი „ბასიანი“ 10 000 ლარით დააჯარიმა.
ინსპექცია კლუბის ადმინისტრაციისთვის ჯარიმის ქვითრის ჩაბარებას ცდილობდა, თუმცა კლუბის კარი ჯერჯერობით არ გახსნილა.
შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს კლუბ “ბასიანთან” მყოფ სტუმრებმა კლუბის დალუქვის საშუალება არ მისცეს,
ისინი ადგილზე საღამოს 5 საათიდან იმყოფებოდნენ და ობიექტის დალუქვას ცდილობდნენ. ადგილზე ხმაურიც იყო.
საკლუბო სექტორის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ტატო გეთიას განცხადებით, შრომის ინსპექციამ მათ 10 000 -ლარიანი ჯარიმის ქვითარი გადასცა, თუმცა აღნიშნული ქვითარი მათ არ ჩაიბარეს.
ადგილზე საკლუბო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლების მისამართით ისმის შეძახილები: ” წადი! წადი! ”
კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია,
შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა კლუბ “ბასიანის” ტერიტორია კი ცოტა ხნის წინ დატოვეს.
სამართალდამცველებმა ობიექტის თანამშრომლებს გონივრული ვადა მისცეს, რომ ტერიტორიიდან შესაბამისი ტექნიკა და აპარატურა გამოიტანონ, რათა ამის შემდეგ კლუბის დალუქვის შესაძლებლობა მიეცეთ.
ამის მიუხედავად, „ბასიანის“ ადმინისტრაცია გეგმავს, რომ დაგეგმილი ღონისძიება 23:00 საათზე მაინც ჩაატაროს.