მნიშვნელოვანისაქართველო

შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით დღეს აქცია გაიმართება

შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქცია დღეს ისევ გააგრძელდება. პარალელურად დაანონსდა სახალხო მოძრაობის შექმნაც. დღესვე გასაჯაროვდება საორგანიზაციო შეხვედრის თარიღიც. შეხვედრაზე მისვლის უფლება ექნება ნებისმიერს, ვინც ფიქრობს, რომ შრომითი უფლებები ქვეყანაში დაცული არ არის.

გუშინდელი აქცია კი ერთ-ერთ ობიექტზე ორი მუშის გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა. მონაწილეები თავდაპირველად კანცელარიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით გადაინაცვლეს უბედური შემთხვევის ადგილზე.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე – რატომ ვერ აღმოაჩინა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ის დარღვევები, რომელზეც დღეს უკვე შრომის ინსპექცია საუბრობს. 

შრომის ინსპექციის წინასწარი დასკვნით, კომპანია, რომელიც ვაკეში ახალ კლინიკას აშენებდა, კუსტარულ სამშენებლო ტექნიკას იყენებდა. სამშენებლო ობიექტზე იყო ღია დაუცველი ღობეები, რაც ადამიანების სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნიდა.

მოგვიანებით, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც აქციის 6 მონაწილის დაკავება მოჰყვა. 

მსგავსი პოსტები

Back to top button