მნიშვნელოვანისაქართველო

შრომის უსაფრთხოების კანონპროექტში ცვლილებები შედის

პარლამენტის თავმჯდომარის და დედაქალაქის მერის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სანქციები გამკაცრდება მშენებლობებზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.

საუბარია სანქციებზე, რომელიცპროექტის გარეშე მშენებლობებთან. ცვლილებების მიხედვით, თბილისის შემთხვევაში ინსპექტირების სამსახურს ექნება უფლება პირველივე დარღვევის შემთხვევაში 30 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისროს კომპანიას, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში 50 ათასი ლარი, ხოლო მშენებლობაზე მუშის დაშავების შემთხვევაში შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს.

ცვლილება რეგიონებს არ ეხება, რადგან ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის. თუმცა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ იგივე მოითხოვნა თვითმართველობებსაც ექნებათ, ესეც გათვალისწინებული იქნება.

ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტს გასულ კვირას დაუჭირა მხარი. კანონპროექტი სესიაზე მიმდინარე კვირაში გადის და აღნიშნული ცვლილებები სწორედ სესიამდე უნდა დაემატოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button