მნიშვნელოვანისიახლეები

შშმ მოზარდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში პოლიციელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი შშმ მოზარდი გამოძიების კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა. მოზარდმა კიდევ ერთხელ, დეტალურად გაიხსენა მეტროში მასზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი.

არასრულწლოვანთან ერთად, ლონდა თოლორაიას უწყებაში გამოძიების კითხვებს პასუხობდა მისი მეგობარიც, რომელმაც პოლიციელების ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები გადაიღო და გაავრცელა.
შეგახსენებთ, 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. ვიდეო “ისნის” მეტროსადგურშია გადაღებული.

ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო – არ ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა.

მომხდარის გამო, საპროტესტო აქციები გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. მოქალაქეებმა დამნაშავე პოლიციელების უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს.

არასრულწლოვანის მეგობრის და საიას იურისტის ჯანო ჭკადუას ხმა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს, რომელსაც პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა, სავარაუდოდ დღეს

დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებენ. არ არის გამორიცხული, სასამართლომ დღესვე განიხილოს ორი დაკავებული სამართალდამცველის აღკვეთის ღონისძიების საკითხი.

ერთ-ერთ მათგანს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება ბრალი.
სახელმწიფო ინსპექტორის ინფორმაციით, მიმდინარეობს ძიება და შესაძლებელია საქმის გარემოებები და დანაშაულის

კვალიფიკაცია დაზუსტდეს. პოლიციელები მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრების სოციალურ ქსელში გავრცელებიდან მალევე დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button