“შშმ პირებს პენსია 160 ლარამდე გაეზრდებათ”

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პენსია 160 ლარამდე გაეზრდებათ.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განუცხადა, მთავრობამ დღეს მიიღო მნიშველოვანი გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვებს, რომლებსაც დღემდე პენსია 100 ლარი ჰქონდა, 160 ლარამდე გაეზარდათ.

“ეს გახლავთ 9 000-ზე მეტი ბავშვი, ამით, ფაქტრობრივად, შესრულდა ის დანაპირები, რომელიც გაჟღერდა ამ რამდენიმე თვის წინ შეზღუდული შეაძლებობების მქონე ბავშვების მშობლებთან”, – განაცხადა სოფრომაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button