შშმ პირთა უფლებები და შესაძლებლობები – შეხვედრა ლაგოდეხში [Photo]
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და შესაძლებლობები – ამ თემაზე ეტლით მოსარგებლე პირებმა ლაგოდეხში საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან საიფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.
როგორც რადიო „ჰერეთს“ შეხვედრის ორგანიზატორმა, ფატი მუმლაძემ განაცხადა, “პროექტის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების და შესაძლებლობების კუთხით”.
პროექტი “მოხალისეთა კლუბი” ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება.
ორგანიზაციამ მსგავსი ღონისძიებები სხვადასხვა რეგიონებში უკვე ჩატარა, ხოლო ბოლო მეექსვე შემაჯამებელი შეხვედრა ლაგოდეხელ ახალგაზრდებთან გამართა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”10495″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]