მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

შსს: “350-მდე ადამიანი დაჯარიმდა და 15-მდე საწარმო“

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დარღვევისთვის, მისი ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში დაჯარიმებულია 350-მდე მოქალაქე და 15-მდე იურიდიული პირი. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯარიმების გამოწერა არავის უხარია. მისივე განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის ჯამში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 17 მოქალაქე დაჯარიმდა.

„ემორჩილებიან ნამდვილად. მეტ დარღვევას ველოდებოდით, თუმცა გუშინ ღამე, როდესაც დაიწყო განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები, იყო ძალიან ცოტა, 17 დარღვევა მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ჩვენც გაგვიკვირდა. მეტს ველოდებოდით სტატისტიკურად. მთლიანობაში 350-მდე მოგვიწია სამწუხაროდ [ჯარიმის დაწერა]. არავის გვიხარია არც ჩვენ, არც რიგით პოლიციელებს და არც ხელმძღვანელობას ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ. 350-მდე ადამიანი დაჯარიმდა და 15-მდე საწარმო“, – განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button