მნიშვნელოვანისიახლეები

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს მოუწოდებს პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში:

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც უწყების მიმართვაშია ნათქვამი, თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

“საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ქართული ოცნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უარი თქვან ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. ათასობით მოქალაქეა შეკრებილი პარლამენტის წინ.

მსგავსი პოსტები

Back to top button