კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

შსს ბადრი ესებუას იდენტიფიცირებას ადასტურებს

შსს, საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეში, ბადრი ესებუას იდენტიფიცირებას ადასტურებს.

როგორც ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მისი იდენტიფიცირება თავდასხმის ღამესვე მოხდა.

ამ წუთებში, სამეგრელოში ერთდროულად სამი სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამივე მათგანი ბადრი ესებუას უკავშირდება.

თავდამსხმელი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის, შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

მსგავსი პოსტები

Back to top button