მნიშვნელოვანირეგიონი

შსს: დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული ექვსი პირი, თბილისში, დედოფლისწყაროსა და წნორში დააკავა.

მათ ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობა.

გამოძიების მტკიცებით, რომ ჯგუფის სამმა წევრმა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით რამდენიმე მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა.

ამასთან ორმა დაკავებულმა, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა რამდენიმე პირს. სამართალდამცველებმა დაკავებულთა ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button