მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

შსს დმანისში დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს

დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე

დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციის და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას” – ნათქვამია განცხადებაში.

დმანისში მეორე დღეა დაპირისპირება გრძელდება. ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს შორის პოლიციელები დგანან და ცდილობენ არ დაუშვან ფიზიკური ანგარიშსწორება.

მსვლელობის მონაწილეები ხელკეტებითა და ჯოხებით არიან შეიარაღებულები. ეთნიკურად აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ გუშინდელ დაპირისპირებაში მონაწილე პირების სახლების კარები და ავტომობილები დააზიანეს. ინციდენტის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ.

16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა.

თავდამსხმელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. დმანისის მერის განცხადებით, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა და ამ თემის გადატანა ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში არასწორი იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button