“საქართველოს 40-მდე მოქალაქე ჩართულია “ისლამური სახელმწიფოს” საქმიანობაში”

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს 40-მდე მოქალაქე ჩართულია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში.

ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემა “2030”-ის ეთერში განაცხადა.

ამასთანავე შს მინისტრის მოადგილემ ევროპარლამენტის სტატისტიკაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ საქართველოს სპეცსამსახურების ეფექტურობის შედეგიანობას ეს რიცხვი არ ასახავს.

“ბელგიის ყოველ მილიონ მოსახლეზე 40 ადამიანი არის წასული საბრძოლველად „ისლამურ სახელმწიფოში“, საფრანგეთიდან 2 მილიონ მოსახლეზე 18 მოქალაქე წასულია. თუ ვიმსჯელებთ ევროპარლამენტის ანგარიშში შესული ამ სტატისტიკით, არ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ეს პრობლემა არის ძალიან მზარდი და სახელმწიფო არ არის ეფექტური, პირიქით, მე ვიტყოდი, რომ ის ძალიან ქმედითია”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button