მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შსს-მ გუმათჰესთან რკინის ჯებირების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გუმათჰესთან რკინის ჯებირების დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. მათი განცხადებით, ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქცია 200 დღეზე მეტ ხანს რიონის ხეობაში იმართებოდა, 23 მაისიდან აქციებმა დედაქალაში გადმოინაცვლა, 26 მაისს“ნამოხვანჰესის” მოწინააღდმეგეებმა დედაქალაქიდან ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეთა მოტხოვნები უცვლელია,დატოვოს კომპანია “ენკამ” რიონის ხეობა,ასევე გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button