კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

შსს-მ კახეთში ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები, 1985 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

პირადი ჩხრეკისას, მოქალაქეს, სავარაუდოდ სარეალიზაციოდ გამიზნული, ერთი კილოგრამი “ჰეროინის” შემცველი ნარკოტიკი აღმოაჩნდა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ პირს, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button