შსს-მ თორდია-ფარცხალაძის ინციდენტის ამსახველი კადრები გაავრცელა

შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრო კლუბ “ელ ცენტროში” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.
შსს ინფორმაცით, “გამოძიების განმავლობაში დაიკითხა არა ერთი მოწმე, მათ შორის თავად ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე და არცერთი მოწმე, მათ შორის არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს ხელი ფარცხალაძემ დაარტყა”.

“გამოძიების მიერ მოპოვებულ ვიდეო მასალაში ჩანს თუ როგორ საუბრობს ელ ცენტროს ტერასაზე ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე, რა დროსაც მათთან ერთად იმყოფება მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრი. როგორც ხდება კონფლიქტი ძალიან მალე, დაახლოებით 20 წამში მთავრდება, რის შემდეგაც ოთარ ფარცხალაძე თანმხლებთან ერთად მშვიდად ტოვებს ელ ცენტროს ტერიტორიას, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე რჩება. ვიდეო ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დანიშნულია ფონოსკოპური ექსპერტიზა” – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button